+995 598 584 427

Civil Development and Research Institute


სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი

Atlantic Council და New Eastern Europe -მა CDRI's აღმასრულები დირექტორის მიერ დაწერილი სტატია გამოაქვეყნეს

Atlantic Council და New Eastern Europe -მა CDRI's აღმასრულები დირექტორის მიერ დაწერილი სტატია გამოაქვეყნეს. წარმოგიდგენთ აღნიშნული სტატიის ქართულ თარგმანს, რომელიც ჟურნალმა netgazeti.ge გამოაქვეყნა:

თბილისისა და კიევის მეგობრობის გამოწვევები – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალია

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე რუსეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში საქართველო და უკრაინა მჭიდრო გეოპოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ. 1997 წელს საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ საფუძველი ჩაუყარეს მრავალმხრივ საკონსულტაციო ფორუმს, რომლის ბაზაზეც 2001 წელს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამ–ი) შეიქმნა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციით” და “ნარინჯისფერი რევოლუციით” საქართველომ და უკრაინამ უარი თქვეს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების “პოსტსაბჭოთა” ტრაექტორიაზე და ნაცვლად ამისა პროდასავლური გზა აირჩიეს. 2008 წლის გაზაფხულზე საქართველომ და უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს წევრობის თხოვნით მიმართა, თუმცა, მოლოდინების მიუხედავად, ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული ვერც ერთმა მათგანმა ნატო–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღო.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თბილისში ვიზიტით კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. ხუთდღიანი ომის შემდეგ კიევმა და თბილისმა ვაშინგტონთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. 2009 წელს უკრაინა და საქართველო აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდოვასა და ბელარუსთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩაერთვნენ. 2014 წლის ზაფხულში კი საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. 2014 წლის გაზაფხულიდან რუსეთთან კონფრონტაციის დაძლევის მიზნით ქართველებმა მრავალმხრივი დახმარება გაუწიეს უკრაინელებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის სახელმწიფო სამსახურებში მაღალი რანგის თანამდებობებზე დასაქმდნენ. გაძლიერდა ხალხთაშორისი კონტაქტებიც, 2019 წლის პირველი მარტიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ორივე ქვეყანაში მგზავრობა მხოლოდ პირადობის მოწმობების საფუძველზე შეუძლიათ.

ღრუბლები მოწმენდილ ცაზე

საერთო ისტორიამ და გამოწვევებმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები მრავალმხრივ გაამყარა. თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ეხება საქართველოს მთავრობისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის თავშეკავებას, მიულოცოს უკრაინას ახლად მიღებული ავტოკეფალია. საკითხავია, რამდენად მოახერხებს თბილისი რუსეთის ზეწოლის დაძლევას და როგორ განვითარდება უკრაინასთან შემდგომი ურთიერთობები.

საქართველოს ოფიციალური პირების სიჩუმის მთავარი მიზეზი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც უკრაინის ეკლესიის ახლანდელ სტატუსთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, თუმცა ეკლესიის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. “როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ეკლესია უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდის მომდევნო სხდომაზე“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

2019 წლის იანვარში თბილისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააღვივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი. როგორც გაირკვა, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლისა და საქართველოს სასულიერო პირებს შორის შეხვედრა ინფორმაციული ხასიათს ატარებდა და რაიმე მნიშვნელოვანი განცხადებები არცერთი მხრიდან არ მოჰყოლია. მიტროპოლიტ ემანუელის მიხედვით, შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს ინფორმირება იყო და არა რაიმე სახის “ზეწოლა ან აზრის თავს მოხვევა.” მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა: “საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს აქვს სიბრძნე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია იგივე რჩება, რაც 2019 წლის იანვარში უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის (სიტყვასიტყვით: პატარა წიგნი) გადაცემამდე. 2018 წლის ოქტომბერში საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება [ტომოსის გადაცემა] კონსტანტინოპოლსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა, “ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს.”

თბილისის თავშეკავების მიზეზები

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისევე როგორც წმინდა სინოდში, აზრთა სხვადასხვაობაა. ეკლესიის ზოგიერთმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა უკრაინის ავტოკეფალიას ღიად დაუჭირა მხარი. “უკრაინის 40-მილიონიანი ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სიმართლის მხარეს დაიკავებს და უკრაინის ავტოკეფალიას მხარდაჭერას გამოუცხადებს.

მეორე მხრივ, ეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნა, რომ “ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ რელიგიურ ომში… არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ უკრაინაზე, არამედ აფხაზეთზე. პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ “. მეუფე იაკობს სხვა ქართველი ეპისკოპოსების მსგავსად მიაჩნია, რომ საქართველომ სიფრთხილით უნდა იმოქმედოს, რათა საკუთრივ ქვეყნა არ დააზარალოს. მათი მტკიცებით, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, ამის საპასუხოდ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს და ამით ხელს შეუწყობს მის გამოყოფას საქართველოსგან.

1993 წლიდან აფხაზეთი რუსეთის სატელიტი დე ფაქტო რესპუბლიკაა, რომელსაც მოსკოვი მის მიერ მართული სეპარატისტული ძალებით აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოში კრემლმა აფხაზეთში რეგულარული ჯარები დააყენა და ოფიციალურად აღიარა მისი “დამოუკიდებლობა,” თუმცა რუსეთის პროტექტორატი ნაწილობრივ მაინც ავტონომიურად ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტულ ტერიტორიას თბილისი ვერ აკონტროლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს კვლავ მის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს და შიშობს, რომ მოსკოვის აღიარებით საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთი დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას.

მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ავტოკეფალიის შესაძლო აღიარების შესახებ თბილისის შიშის პასუხად თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საპატრიარქოს ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური უფლება არ აქვს და სამარცხვინო იქნება, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს. თეოლოგი ამბობს, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთში საეკლესიო თვალსაზრისით სეპარატიზმის წახალისებას უკვე ეწევა: “მას ჰყავს მღვდელმთავარი, 15-მდე სასულიერო პირი, რომლებიც თვითნებობენ და განსაკუთრებით ანტიქართული განწყობებით გამოირჩევიან და ცდილობენ დეზინფორმაციული ისტორიის გავრცელებას და საზოგადოების დეზორიენტირებას.”

მას შემდეგ, რაც საკითხი საჯარო განხილვის საგანი გახდა, საქართველოს ეკლესიის ზოგიერთმა წევრმა წმინდა სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერი პეტიციით მიმართა. 2019 წლის იანვარში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპატრიარქოსთან უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერი აქცია გამართეს და ქართული ეკლესიის პოზიცია გააკრიტიკეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე კომენტარებისგან თავს იკავებს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ საპატრიარქოს განხილვის საგანია. “აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ის ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა.

2019 წლის პირველ თებერვალს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა საქართველოს ეკლესია გააფრთხილა: “ვერ წარმომიდგენია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, პატრიარქ ილია მეორეს ახალგაზრდა ეპისკოპოსები ე.წ. უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.”

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მისალოცად დელეგაცია მიავლინა. პატრიარქ კირილის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა ყველა, ვინც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წავა – მესიჯი ცხადად ეხებოდა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს.

მიტროპოლიტ ილარიონის ღია გაფრთხილების საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქომ განმარტა, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიციები განესაზღვრა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საეკლესიო კანონიკაზე დაყრდნობით. “მაშინ როდესაც ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს“, – იტყობინება საპატრიარქო თებერვლის დასაწყისში. “დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა სხვები თვლიან, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არა მხოლოდ აფხაზეთის საკითხითაა განპირობებული, არამედ სასულიერო პირების პრორუსული დამოკიდებულებით. თეოლოგი ტიგინაშვილი აღნიშნავს: “ჩვენთან რეალურად არის ისეთი კასტა, ისეთი საზოგადოება სინოდში, რომელსაც აქვს რუსოფილური მიდრეკილებები. პირადი კონტაქტების გამო, იმის გამო, რომ იქ აქვთ განათლება მიღებული, ცხოვრების რაღაც ხანი აქვთ გატარებული ჩრდილოეთში.”

პოლიტიკური შედეგები

საქართველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს პოლიტიკური სიმპათიებით გამყარებული თბილისი–კიევის ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირების უმრავლესობას ურჩევნია ეს საკითხი წმინდა ეკლესიურ ჩარჩოებში მოაქციოს, მეგობარ უკრაინელებს საფუძვლიანი კითხვა უჩნდებათ: დაუჭერს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – როგორც კაცობრიობის ერთ–ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია – მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას?!

აღნიშნულ საკითხს არა მხოლოდ ეკლესიური, არამედ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს, რაც გარკვეულწილად აისახება უკრაინულ–ქართულ ურთიერთობებზე. ქართველების უმრავლესობისთვის ეროვნული ეკლესია ქართველობის ეპიტომიაა. ანალოგიურად, უკრაინელი ერისთვის, მიუხედავად მართლმადიდებლობის, რელიგიურობის თუ არარელიგიურობისა, ავტოკეფალური ეკლესია ერის უნიკალურობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ოთხ ეკლესიას შორის სულ უფრო ანაქრონისტული ხდება. მოსკოვის საპატრიარქოს კრემლის მიერ უკრაინაში 2014 წლიდან განხორციელებული სამხედრო ქმედებები რომ დაეგმო, უკრაინისა და რუსეთის მართლმადიდებლობის ერთიანობა შესაძლოა შენარჩუნებულიყო. თუმცა პატრიარქ კირილესა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ოფიციალურ სასულიერო პირებს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ. ბოლოს შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლური მართლმადიდებლობის განხეთქილების მთავარი მიზეზი მოსკოვში უნდა ვეძებოთ. სამწუხარო იქნება, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და განხეთქილება აღმოსავლურ სლავურ ქრისტიანობაში უკრაინასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსაც დააზარალებს.

ავტორების შესახებ:

თამარ ჩაფიძე არის თბილისში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ქ. კიევში დემოკრატიის სასწავლო ცენტრის 2018-2019 წლის სტიპენდიანტი.

ანდრეას უმლანდი არის კიევში დემოკრატიის სასწავლო ცენტრის უფროსი მკვლევარი, პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის არარეზიდენტი თანამშრომელი და წიგნების სერიის “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა და საზოგადოება“ მთავარი რედაქტორი.

https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/complications-in-tbilisi-s-friendship-with-kyiv?fbclid=IwAR08mocbqQ-dzw6fdFQPoQAf1cq36alagbJabyn0Y1oTiMgZed67hfw8cWU

http://neweasterneurope.eu/2019/06/06/complications-in-tbilisis-friendship-with-kyiv/?fbclid=IwAR2-uAc8zOz3MFy8MOASYJ5BRJ4YLg86VBhBaVhBJ4mi49YJxpIf2cbgw_M

https://www.kyivpost.com/article/opinion/op-ed/tamar-chapidze-andreas-umland-complications-in-tbilisis-friendship-with-kyiv.html

CDRI-მ მონაწილეობა მიიღო დემოკრატიის სწავლის ცენტრის ღონისძებაში

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ჩაფიძემ გერმანია-პოლონეთ-უკრაინის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ საერთაშორისო პროექტ დემოკრატიის სასწავლო ცენტრის (DSC) სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. ინტერაქტიური შეხვედრები გაიმართა ვროცლავის ყოფილ პრეზიდენტთან რაფალ დუტკიევიჩთან, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორ ოლგა სოლოვიევასა და მეიდანის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედ მუსტაფა ნაიემთან.

მონაწილეებმა განიხილეს ვროცლავის განვითარების ისტორია და კარგი პრაქტიკა, რელიგიური უფლებების ისტორია და სეკულარიზმი ამერიკაში, ხოლო ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დონბასის რეინტეგრაციის გეგმას. უკრაინის პარლამენტის წევრმა მუსტაფა ნაიემმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი ხედვები დონბასის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სესიის ბოლო ნაწილი დაეთმო ივნისის თვეში დაგეგმილი ფორუმისთვის “ჩვენი ქალაქი, ჩვენი მომავალი” მოსამზადებელ ეტაპს, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროექტის მონაწილეებიც ჩაერთვებიან.

დემოკრატიის სასწავლო ცენტრი გერმანულ-პოლონურ-უკრაინული საზოგადოების წარმატებული პროექტია, რომლის ძირითადი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერების დაკავშირება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაა. პროექტი მიმდინარეობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

CDRI-ს აღმასრულებელი დირექტორი მოადგილე EDYN-ის წევრი გახდა

სამოქალაქო განვითარების და კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა დიანა ენდელაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის (EDYN) პირველ კონფერენციაში, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. EDYN-ი არის ახლადდაფუძნებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელი ახალგაზრდა სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების კოალიცია, რომლის მიზანია გააძლიეროს პოზიტიური ცვლილებების მომტანი ახალი თაობები.

ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი არის ის რაც ხასიათს აგიმაღლებს, რადგან მოიცავს სიტყვებს რომლებიც ძალიან ახლოს არის ჩემს იდენტობასთან, მისწრაფებებთან და ოცნებებთან. რაც მთავარია, EDYN-ი აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან რათა ერთად იმუშაონ საერთო მიზნისთვის - დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ჩვენი პირველი კონფერენცია ნამდვილად შთამაგონებელი იყო, შესანიშნავი კოლეგებისა და NDI-ის და IRI-ის ბრწყინვალე ტრენერების დამსახურებით. საუკეთესო ნაწილი კი ისაა, რომ ბევრი წინ ბევრი საქმე გვაქვს!“ - შთაბეჭდილებები გაგვიზიარა დიანამ.

EDYN-ი მხარს უჭერს თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემას. ინიციატივა ორგანიზებულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლობით, და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით.

BYOB პროექტის მოსამზადებელი შეხვედრა ლიეტუვაში

ლიეტუვაში, მარიამპოლში გაიმართა CDRI-ს მომავალი პროექტის მოსამზადებელი შეხვედრა. პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობის თემებს ეხება.

პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა განიხილეს ღონისძიების ჩატარების პროცეტურები და დეტალური დღის წესრიგი.

BYOB- ის პროექტი 22-29 ივნისს ბაკურიანში, საქართველოში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ახალგაზრდა ლიდერი ექვსი ქვეყნიდან: იტალია, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩეხეთი, უკრაინა და საქართველო.

CDRI-მ დაიწყო პროექტის Tolerance, Acceptance and Understanding (TAU) განხორციელება

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტმა დღეს ქალაქ რუსთავში პროექტის “Tolerance, Acceptance and Understanding (TAU)” განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შვიდი ქვეყნიდან:

1) ესპანეთი 2) პორტუგალია 3) მაროკო 4) ჩრდილოეთ მაკედონია 5) თურქეთი 6) ეგვიპტე 7) საქართველო

განიხილავენ მულტი-კულტურული სწავლების იდეებს, მასპინძლობენ ეროვნულ დღეებს და მონაწილეობას იღებენ სამუშაო ჯგუფებში პრეზენტაციის უნარებზე.

პროექტი CDRI-ს მიერ Erasmus + პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

International Forum on Countering Disinformation

International forum on countering disinformation was held on February 13, 2019 in Tbilisi, Georgia. The forum was a part of the project “Eastern Partnership and Visegrad Countries Countering Disinformation” which is implemented with the financial support from the International Visegrad Fund. The project encompasses all ten EaP and V4 countries which are represented by the leading civil society organisations of the field.

The Forum gathered together experts from partner organisations and Georgian civil society, diplomatic missions and media to exchange knowledge and experience on the pressing issues of today’s regional and national security agenda. Participants discussed four pressing issues of modern regional security:

Disinformation - Global Threat to Democracy?

Impact of Disinformation on the EaP&V4 Communities

Fake News and General Public: How to Stand Up to Disinformation?

Disinformation and the Youth Resilience: Forging a New Generation of Leaders

Opening remarks were delivered by H.E. Ihor Dolhov, Ambassador of Ukraine to Georgia, and by Mr. Jiri Preclik, Chargé d'Affaires a.i., Embassy of the Czech Republic to Georgia. H.E. Ihor Dolhov talked about the aspects of Russia’s disinformation warfare in Ukraine and reiterated that Ukraine remains a testing ground for Russian cyber attacks. He emphasized that the Kremlin’s strategy reaches beyond Eastern Europe colluding in domestic elections of USA and France. This ultimately means that problem is more comprehensive as with various methods Moscow creates parallel reality which is sometimes hard to distinguish without thorough investigation. This is why Ambassador stressed the importance of education, media literacy and awareness-raising campaigns to reach wider audience and enhance their resilient. He concluded that individually, we must fighting Russia propaganda by not letting it to poison our minds. Mr. Jiri Preclik continued by elaborating on modern disinformation campaigns and hybrid threats around the globe and in EaP and Visegrad region.

The speakers of the first panel “Disinformation - Global Threat to Democracy?” discussed ranges of issues such as NATO STRATCOM approach to disinformation, democracy at risk due to disinformation, scale of the disinformation crisis and, conspiracy theories as vehicles of disinformation. Giorgi Kldiashvili, Executive Director at Institute for Development of Freedom of Information (IDFI) spoke about

Nino Bolkvadze - In the past, European Union members resisted acknowledging Russian propaganda and instead, were using the term “anti-Western propaganda”. It took us long to understand the problem and threats. Our reaction was also late and it take us longer to update strategic communication strategies to respond contemporary cyber security challenges. She concluded that “we must be proactive and not only reactive when it comes to Russian disinformation”.

The panel on “Impact of Disinformation on the EaP&V4 Communities” was dedicated to share speakers experience on the threat of Russian influence and disinformation, impact of disinformation in Moldova, elections in the Kremlin's narrative, information security challenges to the region (EaP and V4) and, disinformation and facts: How to avoid conflicts in the world. Irakli Porchkhidze, Vice-President of Georgian Institute of Strategic Studies (GISS) and moderator of the panel delivered opening remarks on the tendencies of the modern era with recurrent hybrid warfare which is a result of internet proliferation, effectiveness of these methods of disinformation and their low cost compared to the convenient tools used by the states to achieve its goals.

Pioneer of the topic, Jakub Janda from project partner organisation - European Values think-tank, Czech Republic introduced public with the importance of understanding the issue of disinformation and the information threat coming from Russian and Chinese proxies. He stressed the need of the political consensus to deal with the disinformation like in Lithuania, Poland and Ukraine. Where the political consensus is absent on Russia’s interests in spreading fake news, as is a case in Czech republic or in Germany, it is harder to have relevant policies. In 2015 - 2016 Czech Republic launched National Security Audit which included influential foreign powers such as Russia and China in terms of their online, offline, political, economic influence on the CR. The results of this document were specific policy initiatives which could not be properly administered due to the lack of the political consensus. Thus, mr. Janda highlighted the importance of civil society bringing these issues forward and advocating for better and more responsive reforms. He listed four main response areas / steps to react on foreign influence:

Government acknowledging the threat is present - done through strategic or policy documents. This is important as security establishment is allowed to look into the threat;

Confronting the threat directly - civil society has a big role but governments have to also address attempts of disinformation;

Exposing networks which spread foreign disinformation - identifying who is a sponsor, who are people around this information source, followed by raising public awareness on the threats, as disinformation challenges cannot be solved behind closed doors.

Delivering resilience - promoting media literacy, resilience of institutions dealing with the fake news and disinformation.

Mr. Janda concluded that EU and USA should fund civil society organisations to empower them counter propaganda and disinformation. The role of the civil society is defending the mainstream political parties and mainstream media. Civil society should hold public institutions accountable to prevent Russian propaganda.

Mateusz Bajek from project partner organisation Global Lab, Poland, gave an interesting insight on the electoral dimension of disinformation and erosion of trust within the constituencies. He highlighted that elections can be falsified, but the nation can be persuaded that they were fair. This path was chosen, among others, by Putin’s Russia and Lukashenko's Belarus. However, the voters' faith in the fair elections can be also undermined by using lies and propaganda. This path has been chosen in recent years by the Kremlin propaganda in Europe, but not only there. Putin's Russia uses its propaganda machine to convince the world, that black is white, and white is black.

Tamar Kintsurashvili from Media Development Fund, Georgia shared her insights and extensive experience in the disinformation strategy employed by the Kremlin in Georgia. She highlighted that Russian narratives are delivered by three-stage structure:

Feeding threats of war, subversion, loss of identity and territory;

Sawing distrust towards western institution and Georgia’s partners;

Engrading beliefs that only Russia can solve Georgia’s problems.

The Kremlin’s strategy includes deflective source model - using well-known and legitimate sources name to spread false information such as: foxnews.ge, euronews.ge, cnn.ge. Strategic communication is also a challenge for Georgia as government is not vocal what is the threat for the country due to the fear of provoking Russia, which nourishes certain far right movements who are spreading anti-Turkish sentiments. Same goes to the Georgian government not commenting on Ukraine’s autocephaly that creates a gap which is easily exploited by far right groups. She reiterated her strong support for transparency of funds rather than imposing restrictions on the free speech by the government.

Alexandru Platon from project partner organisation - Institute of Public Policy, Republic of Moldova spoke about the impact of disinformation in his country. The Kremlin not only threatens Moldova’s territorial integrity by triggering Transnistrian conflict and then supporting its breakaway but it also targets the internal politics of the country through propaganda. The purpose of Russian propaganda is to maintain Republic of Moldova within the sphere of the Russian Federation’s exclusive interests, as a docile satellite. In order to achieve this goal, Russian propaganda promotes a sense of affiliation with Russia, and discredits the EU and the West in general in the eyes of the Moldovan citizens.

Ahmad Shahidov from project partner organisation Azerbaijan Institute for Democracy and Human Rights, Azerbaijan, spoke about the role of disinformation in the conflicts. He stated that in many cases, conflicts are based on false propaganda. These conflicts and wars are beneficial to a certain states operating with a strategy to "Divide and Rule". The Russian Federation is one of such countries which uses conflicts to strengthen its position in Post-Soviet space.

The third panel on “Fake News and General Public: How to Stand Up to Disinformation?” was opened by Vasil Sikharulidze, Chairman of Atlantic Council of Georgia and moderator of the session. Speakers discussed The media and disinformation, the Kremlin’s propaganda in Ukrainian media, Russian disinformation in Eastern Central Europe: antidemocratic anti-Western narratives and their neutralization, fact-check initiatives and, media literacy as a tool against the disinformation.

Giorgi Targamadze, founder at Georgian Strategic Analysis Center, Georgia spoke about

Galyna Petrenko, director of Media Detector, Ukraine, captured people's attention by thoroughly describing Moscow’s influence and means to spread propaganda in Ukrainian media. Although Ukrainian government and civil society have done a lot to protect country from subversive informational attacks via traditional and new media since Russian aggression was started in 2014, exposure of the more developed and stronger western democracies to Russian meddling in elections urged civil society to maintain active monitoring on the media outlets and online information sources.

The last panel was dedicated to “Disinformation and the Youth Resilience: Forging a New Generation of Leaders” where speakers addressed pressing issues of the impact of disinformation on vulnerable/marginalised youth and tactics fighting it, importance of perspectives in tackling disinformation: Czech experience, critical thinking vs fake news - influence of digital world on youth, “vaccinating heads and minds”: bolstering youth resilience to tackle disinformation and, the evolution of propaganda in Belarus since 1994.

The project “EaP & V4 Countries Countering Disinformation” aims at establishing a platform between two regions to develop innovative approaches in order to fight disinformation, to raise awareness on fake news and, to strengthen cooperation in dealing with the threats of information warfare. The project is implemented by Civil Development and Research Institute (CDRI) and Europe-Georgia Institute (EGI). We are grateful to the International Visegrad Fund for its financial support.

Civil Development and Research Institute (CDRI) was founded on January 4, 2018, as an independent, non-profit, non-governmental organization. CDRI’s objectives include strengthening democratic processes in Georgia, involving the youth and different vulnerable groups in civic initiatives, establishing and promoting active citizenship practices and advocating for media literacy. CDRI is also engaged in consulting and research for planning and implementing socio-economic projects.

The Europe-Georgia Institute (EGI) is the leading independent civil society organization that uses non-formal education and creative communication to expose different problems of modern Georgia and the Caucasus and to promote solutions that are essential for Georgia’s development and for a successful common future. EGI’s mission is to inspire, empower, and connect people to change their world.

CDRI-მ ევროპის საბჭოს ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა

CDRI-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ვორქშოპში ახალგაზრდების როლის შესახებ პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწვეტილების მიღების პროცესში, რომელიც სტრასბურგში, საფრანგეთში გაიმართა. პროექტი ევროპის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული და ბოშა ახალგაზრდების აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში ჩართვაზე აკეთებდა აქცენტს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან განიხილეს ახალგაზრდების გადაწვეტილების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობები და გამოწვევები ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე.

პროგრამა ბოშებისა და ახალგაზრდების მეინსტრიმინგს ისახავდა მიზნად პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებსა და გადაწვეტილების მიმღებ პირებს შორის ეფექტური პოლიტიკის დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პროექტის ფარგლებში CDRI-მ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოში ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენმა წარმომადგენელმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოში მცხოვრები ბოშა ახალგაზრდების საჭიროებებზეც. ღონისძიება მომავალში ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად ევროპული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სინერგიის შექმნის თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი. ამჟამად CDRI-ი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების მეინსტრიმინგის საკითხებზე საქართველოში, ამიტომაც აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება ორგანიზაციას შესაძლებლობების ამაღლებაში უფრო ეფექტური საქმიანობისათვის.

CDRI-მ მონაწილეობა მიიღო პროექტში "მშვიდობის მედიაცია და დიალოგი"

CDRI-ს წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს ვორქშოპში „მშვიდობა მედიაცია და დიალოგი“, რომელიც კიევში, უკრაინაში ტარდება. ვორქშოპი დემოკრატიის სასწავლო ცენტრის მიერაა ორგანიზებული და მედიაციისა და მოლაპარაკებების კვლევებს მოიცავს. ეს ღონისძიება 7-თვიანი სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერთათვის პროფესიული შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

შვიდი თვის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები ახორციელებენ კვლევას ოთხი მიმართულებით: „ქალები ფოკუსში“, მეწარმეობა, მედია პლურალიზმი და სამშვიდობო მედიაცია. CDRI-ს აღმასრულებელი დირექტორი უკრაინელ, რუს და მოლდოველ ახალგაზრდა ექსპერტებთან ერთად მუშაობს კვლევაზე, რომელიც სწავლობს მართმადიდებლური ეკლესიის როლს სამშვიდოო მედიაციასა და მშვიდობის მშენებლობაში.

CDRI მონაწილეობს პროექტში „მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევები: რეგიონალური წესრიგის პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში“

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნოემბრის ბოლო კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებს Friedrich-Ebert-Stiftung-ის FES Regional Office "Dialogue Eastern Europe"-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში „მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევები: რეგიონალური წესრიგის პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელიც ავსტრიაში, ვენაში ტარდება.

პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიები და ვოქშოფები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და სამომავლო პოლიტიკური განვითარების სცენარების შესახებ. ვორქშოფებს უძღვებიან რეგიონის ექსპერტები, ხოლო კონფერენციის მთავარი მომხსენებელია ევროპის სოციალ-დემოკრატიული ალიანსის (S&D) ის ყოფილი პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი ჰანს სვობოდა.

პროექტი “სამოქალაქო ქმედების სკოლა”

დღეს დასრულდა პროექტი “სამოქალაქო ქმედების სკოლა”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

სამოქალაქო ქმედების სკოლა აერთიანებს სტუდენტებს, ახალგაზრდა ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს, რომლებიც მზად არიან გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება მათთვის საინტერესო სფეროში და შეცვალონ სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში.

პროგრამის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ხუთი მნიშვნელოვანი საგანი: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, სამართალი, ეკონომიკა და უსაფრთხოება.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექციები, დისკუსიები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქტივობები.

სამოქალაქო აქტივიზმი - ქრაშ კურსი” წარმატებით დასრულდა

სამოქალაქო აქტივიზმი - ქრაშ კურსი” წარმატებით დასრულდა. მონაწილეებმა აიმაღლეს ცნობიერება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე და გაეცნენ ადგილობრივ და საერთაშორისო ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. ჩვენმა ტრენერებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქშოფებსა და საზაფხულო სკოლებში.

ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ლოზუნგები, რომლებიც მათ თანატოლებს სამოქალაქო აქტივიზმისაკენ მოუწოდებს. ასევე, მონაწილეებმა წარადგინეს ოთხი საინტერესო პროექტის იდეა ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სამოქალაქო აქტივიზმის კურსი CDRI-ის ინიციატივის „თაობა ახლა“ პირველი ღონისძიებაა, რომელიც საფუძველს უყრის ტრენინგების ციკლს ახალგაზრდებისათვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

CDRI თეირანის უნივერსიტეტში - “განათლება მდგრადი განვითარებისათვის”

2018 წლის 2 სექტემბერს თეირანის უნივერსიტეტში (ირანი) CDRI-მ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში “განათლება მდგრადი განვითარებისათვის”.

კონფერენციაზე CDRI-მ მოხსენება გააკეთა კლიმატის ცვლილებასთან, ჰაერის დაბინძურებასა და სხვა გარემოსდაცვით პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოსა და საზღვარგარეთ მიმდინარე ინიციატივების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ქალბატონმა მასუმე ებტეკარმა მონაწილეებს ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებზე ირანის გამოცდილება გაუზიარა. კონფერენციის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საერთო ძალისხმევის მნიშვნელობასა და გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

განაცხადების მიღება პროექტში "სამოქალაქო აქტივიზმი - ქრაშ კურსი" მონაწილეობის მისაღებად

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი იწვევს ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამაში - „სამოქალაქო აქტივიზმი - ქრაშ კურსი“ მონაწილეობის მისაღებად. სემინარის მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა იმსჯელონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე, გამართონ დისკუსიები ექსპერტებთან და გამოცდილების გაზიარებით აიმაღლონ ცნობიერება. საგანმანათლებლო პროგრამა ღია ცის ქვეშ, სახალისო თამაშების, შეჯიბრებებისა და დისკუსიების ფორმატში ჩატარდება. მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ქრაშ კურსის თემებია:

არჩევნები და სამოქალაქო აქტივიზმი;

როგორ ავამაღლოთ სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდებში;

სამოქალაქო აქტივიზმის როლი გარემოს დაცვაში.

მონაწილეობის მსურველმა 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებმა CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: inform.cdri@gmail.com. გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითეთ "სამოქალაქო აქტივიზმი - ქრაშ კურსი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 სექტემბერი, 2018.

ქრაშ კურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. შეტყობინებას მხოლოდ წარმატებული კანდიდატები მიიღებენ.

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს

სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა, ამჟამინდელი სიტუაცია და სამომავლო პერსპექტივები“ მინსკში, ბელარუსში.

პროექტის მთავარ ამოცანას ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ქსელის შექმნა წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს, think-tank-ებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

️️პროექტის ფარგლებში CDRI-ს წარმომადგენელი წარადგენს მოხსენებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შედეგების შესახებ.